ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 105 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო
ღონისძიებების ფარგლებში ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტს დაგეგმილი აქვს სადისკუსიო შეხვედრა (მრგვალი მაგიდა) თემაზე "ფსიქოლოგიის აქტულური პრობლემები".
დისკუსიაში, როგორც მრგვალი მაგიდის წევრები, ჩვენი ფაკულტეტის წევრებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ფსიქოლოგები საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან.
დასწრების მსურველები, გთხოვთ, მობრძანდეთ 6 თებერვალს 15:00 სთ-ზე, მესამე კორპუსის 201 აუდიტორია.